მწერალი დაიბადა თბილისში 1966 წელს. სწავლობდა ლიტერატურას, კინოს და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში. დრამატურგიაში მისი მენტორი და ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი სცენარისტი, ერლომ ახვლედიანი იყო. დათო ტურაშვილი წერს სცენარებს, რომანებს და მოკლე მოთხრობებს. მას ასევე თარგმნილი აქვს ლიტერატურული ტექსტები რუსულიდან, ესპანურიდან და ინგლისურიდან. მისი რომანი „ჯინსების თაობა“ ქართული ლიტერატურის ყველა დროის ბესტსელერია საქართველოში. რომანი ნამდვილ ამბავს ეფუძნება - საბჭოთა კავშირის მკაცრი და დახურული რეჟიმით გამოწვეულ ტრაგედიას, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფის გარშემო ვითარდება. მწერალს მიღებული აქვს მონაწილეობა მთამსვლელობით ექსპედიციებში კავკასიის, ანდების და ჰიმალაის მთებში. ამ მოგზაურობებსა და თავგადასასავლებს შეეხება მისი მოთხრობების რამდენიმე კრებული. დათო ტურაშვილის პროზა 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მწერალმა ორჯერ მიიღო საბას ლიტერატურული პრემია.