საქართველო

თეა თოფურია: პიტნის კალო

პოეტი და პროზაიკოსი თეა თოფურია დაიბადა სოხუმში, 1977 წელს. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1998 წლიდან თეა მუშაობს ჟურნალისტად, ადამიანების უფლებების და გარემოს დამცველად. ამჟამად მუშაობს რადიო თავისუფლების/რადიო თავისუფალი ევროპის თბილისის ბიუროში. თეას გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი: პროზაული და პოეტური კრებული „პიტნის კალო“ (2007); ლექსების კრებული „ეკოციდი“ (2011); საბავშვო მოთხრობების კრებულები „პარადიის არდადეგები“ (2011), ,გასაღვიძებელი ზღაპრები" (2011) „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ (2014). ავტორის ბოლო წიგნია მოთხრობების კრებული „ორი ოთახი ქაიროში“ (გამომცემლობა ინტელექტი, 2016). თეა თოფურია არაერთი ლიტერატურული პრემიის ნომინანტი და პრიზიორია. იგი ასევე წარდგენილი იყო ასტრიდ ლინდგრენის მემორიალური პრემიაზე საქართველოდან, 2014 და 2015 წელს.