რეზო თაბუკაშვილი დაიბადა თბილისში, 1971 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ბოლონიის უნივერსიტეტის მსოფლიო ლიტერატურის ფაკულტეტებზე.
გამოცემული აქვს მოთხრობების კრებულები: „ავტობიოგრაფია პროფილში“ – 1999 (საარი) „დაულაგირი. ABC”-2005 (საარი) „არასაფრენი დღეები“-2005 (საარი) „მზეო არ ამოხვიდე“-2009 (საარი) „გემების ჩრდილქვეშ“-2010 (პალიტრა) „მესამე თვალი“-2016 (ინტელექტი) რომანი: „13 დღე“-2016 (ინტელექტი).
მხატვრული ტექსტების გარდა, რეზო არის დოკუმენტური ფილმების სცენარის ავტორი: „ქეთევან დედოფალი“, „კოლაუ ნადირაძე“ და „საით მიდის ქარავანი“.
ავტორი მუშაობდა სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალების რედაქტორად.