საქართველო

ნიკა ჯორჯანელი: მას, ვინც მოასწრო…

პოეტი და მთარგმნელი ნიკა ჯორჯანელი 1978 წელს დაიბადა. მას მაგისტრის ხარისხი აქვს გერმანულ ენასა და ლიტერატურაში. ნიკა რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლაში გერმანულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა, ასევე კითხულობდა ქართული ენის ლექციებს მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტიკის უნივერსიტეტში 2008 წელს. მისი არაერთი ლექსი შესულია თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიებში და თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, იტალიურ და ჰოლანდიურ ენებზე. 2008 წელს ნიკამ მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ პოეტების საერთაშორისო ბიენალეში BIPVAL. იგი ასევე რეგულარულად მონაწილეობს ყოველწლიურ საერთაშორისო პოეზიის ფესტივალში "Kievskye Lavry" (კიევი, უკრაინა). არის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის "Содружество дебютов" (2008) ლაურეატი.