საქართველო

ლია ლიქოკელი: დევის ცოლის სიცილი

ლია ლიქოკელი 1986 წელს დაიბადა ხევსურეთის პატარა სოფელში, სადაც სულ 50-მდე მოსახლეა. იგი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ლიას პოეზია, ისევე როგორც მისი მშობლიური მხარე, თვითმყოფადი და ორიგინალურია. მის ტკბილხმოვან ტექსტებში ჩანს თანაგრძნობა ცოცხალი არსებებისა თუ უსულო საგნების მიმართ. ლიამ წერა ოცდახუთი წლის ასაში დაიწყო. პოეტს სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს, რითაც ახალ, პოეზიაში დამკვიდრებული კლიშეებისგან თავისუფალ მიმართულებას ქმნის. 2013 წელს გამომცემლობა „საუნჯემ“ ლიას ლექსებს თავი მოუყარა და კრებული „დევის ცოლის სიცილი“ გამოსცა. კრებული საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო. ლიამ მომდევნო წელს საბას ლიტერატურული პრემია მიიღო. პოეტი ასევე წარმატებით წერს მოკლე პროზას, მან ორჯერ მიიღო პრემია „წერო“ წლის საუკეთესო მოთხრობისთვის. მისი კრებული „დევის ცოლის სიცილი“ ახლახანს შვედურად გამომცემლობა Smockadoll-ის მეშვეობით გამოიცა.