საქართველო

ლელა სამნიაშვილი: არ არსებობს ქალი პოეტი

პოეტი ლელა სამნიაშვილი 1977 წელს დაიბადა ქალაქ გორში. ავტორი ლექსებს 14 წლის ასაკიდან გამოსცემს. პოეტური შემოქმედების გარდა იგი საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა და ლიტერატურას და განათლების პოლიტიკას ასწავლის.

ავტორი 2001-2003 წლებში ამერიკულ ლიტერატურას იკვლევდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. 2007 წელს მიიღო უმაღლესი განათლების ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი ოსლოს უნივერსიტეტში.

ლელა არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი და არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. მისი პოეზია თარგმნილია ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ, ნიდერლანდურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ავტორს ასევე თარგმნილი აქვს მრავალი ტექსტი ინგლისურენოვანი ავტორების შემოქმედებიდან, მათ შორის ვირჯინია ვულფის ”საკუთარი ოთახი” და სილვია პლათის ”ზარხუფი”. თავის ლექსებში ლელა მგრძნობიარე პოეტური ხმით საუბრობს საკაცობრიო მნიშვნელობის საკითხებზე.