გაგა ნახუცრიშვილი 1971 წელს დაიბადა. სწავლობდა ისტორიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი როტენბურგის გოეთეს ინსტიტუტში, გერმანიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის შესახებ. 2013 წელს პოეტი საერთაშორისო პოეზიის მთარგმნელობითი მასტერ-კლასის მენეჯერი იყო. გაგა ნახუცრიშვილი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პოეტად ქართულ ლიტერატურულ წრეებში. იგი სისტემატურად გამოსცემს კრებულებს და მუდმივად აოცებს მკითხველს გულწრფელი და მდიდარი პოეტური ენით. 2003 წელს გაგამ საბას ლიტერატურული პრემია მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის. მისი ტექსტები
თრგმნილია ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. 2000-იან წლებში რამდენიმე ლექსი ასევე სლოვენურად ითარგმნა და შევიდა კრებულებში Dnevi Peezije in Vina, Medana და Goriska Brda. გაგას გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური და ორი პროზაული კრებული. მისი ლექსები „ეს ისეთი პოეზიაა, რომელსაც ყოველთვის მოძებნიან და იპოვიან ახალგაზრდა, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე გულები, ინტელექტუალური პოეზიის მოყვარულები თუ ემოციური პოეზიით აღტაცებული ადამიანები“.