საქართველო

ერეკლე დეისაძე: სისტემა უნდა დაინგრეს!

პროზაიკოსი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე 1990 წელს დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 2010 წელს გამოსცა კრებული

„საიდუმლო სირობა“, რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ერეკლემ ხელოვნების არაერთ სფეროში გამოავლინა თავი.

2012 წელს დააარსა პანკ-ჯგუფი „40 კილომეტრში“. გადაიღო პოლიტიკური ხასიათის კლიპები. 2013

წელს შექმნა მუსიკალური პროექტი Eko & Vinda Folio. 2013 წელს გამოსცა რიგით მეორე წიგნი „დამლაგებელი“,რომელიც იმავე წელს პრემია ,,საბა’’-ს ნომინანტი იყო.;

2016 წელს გამოუშვა მესამე წიგნი –,,რუსული არდადეგები,’’ რომელიც რუსეთ-

საქართველოს ომს ეხება.

ერეკლე დეისაძემ დაწერა მუსიკა სპექტაკლებისთვის: ,,ბეჩავი’’ - სამეფო უბნის თეატრი (2015) და ,,გათვლა’’ - თოჯინების თეატრი (2017).