საქართველო

ეკა ქევანიშვილი: ევაკუაციის გეგმა

ჟურნალისტი, პოეტი და ფემინისტი ეკა ქევანიშვილი დაიბადა თბილისში, 1979 წელს.

ეკამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის ჟურნალისტიკის მაგისტრი. 2000 წლიდან რეპორტიორად მუშაობს.

2006, 2010, 2013 და 2016 წლებში ავტორმა ოთხი პოეტური კრებული გამოსცა. 2014 წელს მან ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო კრებულისთვის „სახლის გაყიდვა“. ეკას ასევე გამოცემული აქვს ლიტერატურული ესეების კრებული „ლიტერატურული პროფილები“.

ეკა ქევანივილის ლექსები თარგმნილია ინტლისურ, ლიტვურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. მისი პოეზია სხვადასხვა სოციალურ თემებს ეხმაურება - ომი, კონფლიქტი, სოციალური უთანასწორობა, ფემინიზმი. მისი ბოლო პოეტური კრებული „ევაკუაციის გეგმა“ შეაფასეს როგორც „ერთგვარი მანიფესტი, ლოზუნგების, ამბოხისა და ბრძოლისკენ მოწოდებების კრებული“.

ეკა 2008 წლიდან მუშაობს რადიო თავისუფლების/რადიო თავისუფალი ევროპის თბილისის ბიუროში.