საქართველო

ბესო ხვედელიძე: ქართველი კატმანდუდან

ბესო ხვედელიძე 1972 წელს დაიბადა. იგი არაერთი პუბლიკაციის ავტორია. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მისი პირველი მოთხრობები ლიტერატურულ ჟურნალებში 2000 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ გამოცემული აქვს ათზე მეტი წიგნი - რომანები, მოთხრობებისა და ლექსების კრებულები. ბესო ხვედელიძის მოთხრობები ათამდე ენაზეა ნათარგმნი.

ავტორის პროზაული კრებული „თაგვის გემო“ გერმანიაში Leipziger Literaturverlag-მა გამოსცა. მიღებული აქვს სხვადასხვა პრემიები და არის ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებული: ლიტერატურული პრემია „საბა“; „ლიტერატურული ხიდების პრემია“ საერთაშორისო ფესტივალზე ბაქოში, 2010 წელს; ჯილდო საუკეთესო მოთხრობისთვის „ოქტომბრის დაჯილდოებაზე“ მოსკოვში, 2009 წელს. ამჟამად ავტორი თბილისსა და კატმანდუში ცხოვრობს. ბესოს ერთ-ერთი ბოლო

რომანი „ნამასტე“ სწორედ მის აღმოსავლურ გამოცდილებას და ბუდიზმის აღმოჩენას შეეხება.