ბათუ დანელია დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს სოფელ ზანათში. 1971 წლიდან ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. პირველი ლექსების გამოაქვეყნა 1973-74 წლებში. გამოცემული აქვს ლექსების მრავალი კრებული, მათ შორის: “ქალაქი ფრთებქვეშ” (1982), “წყნარი ქუჩა” (1986),“მარტოობის ზამთარი” (1997), “მთვარის დღესასწაული” (2003), “შეშლილი ვარსკვლავები” (2006), “Mირაბილის Vიტა” (2008), “სიყვარული ბალასტია” (2013). 1982 წელს მონაწილეობდა ლვოვის პოეზიის ფესტივალში.
ბათუ დანელია რუსული პოეზიის მთარგმნელია. გამოცემული აქვს იოსიფ ბროდსკის, ბორის პასტერნაკის, მარინა ცვეტაევას, ანა ახმატოვას, ალექსანდრ პუშკინის ლექსების თარგმანები. ასევე სხვადასხვა დროს თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს გიომ აპოლინერის, ჰიუგო ფონ ჰოფმანსტალის, რობერტ ფროსტის, გოტფრიდ ბენის და სხვათა პოეზია.
არის ლიტერატურული პრემიის “საბას” (2009) და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი.
2001 წელს, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, გადაეცა ღირსების ორდენი. ბათუ დანელია პოეტების ძველ თაობას მიეკუთვნება, მისი წილი ქვეყნის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში საკმაოდ დიდია, ავტორი უამრავი ლექსისა და პოეტური თარგმანის ავტორია.