საქართველო

ბასა ჯანიკაშვილი: რას გვერჩის ადამიანი?

პროზაიკოსი, მწერალი, ტელე და რადიო პროდიუსერი ბასა ჯანიკაშვილი 1974 წელს დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამატურგის ხელოვნების ფაკულტეტი. ბასა ავტორია არაერთი პიესისა, რომლების რეგულარულად იდგმებოდა ქართულ თეატრებში. რამდენიმე მათგანი ასევე დაიდგა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის თეატრალურ სცენებზე.

ბასა ჯანიკაშვილი მრავალი პოპულარული მოთხრობის, ბლოგ პოსტისა და რადიოპიესის ავტორია.

ბასა დღესაც აქტიურ სამწერლო საქმიანობას ეწევა. მისი 3 რომანი და პიესებს 4 კრებული გამოცემულია საქართველოს წამყვანი გამომცემლობების მიერ. მისი წიგნები თარგმნილი და გამოცემულია ასევე ავსტრიაში, იტალიაში, გერმანიასა და უკრაინაში. „აბსურდისტანი“ გერმანიაში 2010 წელს Reichert Verlag-მა გამოსცა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიაში Georgische Gegenwartsliteratur; იტალიაში კი რომანი 2014 წელს Palombi Editore-ის მიერ გამოიცა. 2014 წელს რომანი „ომობანა“ გამოიცა უკრაინაში PR-Prome Company-ის მიერ, ხოლო „გაბრაზებული ჩიტი“ იმავე გამომცემლობამ 2016 წელს გამოსცა.

ბასას მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და ჯილდო. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, არ განისაზღვრება მხოლოდ კონკრეტული სტილით ან ჟანრით.