საქართველო

შოთა იათაშვილი: სიკვდილის ფრთები

ცნობილი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და კრიტიკოსი შოთა იათაშვილი 1966 წელს დაიბადა. მისი სადებიუტო ლექსების კრებული „სიკვდილის ფრთები“ 1993 წელს გამოიცა.

მას შემდეგ გამოქვეყნებული აქვს რვა პოეტური კრებული. ქართულად თარგმნა სიუზან სონტაგისა და ამერიკელი პოეტების შემოქმედება. 2007 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის, ხოლო 2009 წელს – საერთაშორისო პრემია „Киевские лавры“. მონაწილეა საერთაშორისო პოეტური ფესტივალების: EST-OUEST (საფრანგეთი, დი, 2006 წ.), Poetry International (როტერდამი, 2007 წ.), V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007 წ., 2009 წ.) და სხვა. 1993–97 წლებში მუშაობდა ლიტერატურული გაზეთების „რუბიკონის“ და „მესამე გზის“ რედაქტორად. 1998 წლიდან არის გამომცემლობა „კავკასიური სახლის“ რედაქტორი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნიდერლანდურ, პორტუგალიურ, რუმინულ, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ესტონურ, ლატვიურ, ლიტვურ, თურქულ, ალბანურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

დღეს შოთა ჟურნალ „ახალი საუნჯის“ მთავარი რედაქტორია და „რადიო თავისუფლებაში“ საავტორო ლიტერატურულ რუბრიკა „ბიბლიოთეკას“უძღვება.

შოთას ლექსები არაერთ ქვეყანაშია გამოცემული. მათ შორის: კრებული „ფანქარი მიწაში“ - გამომცემლობა Krok, უკრაინა, 2016; ქართული პოეზიის ანთოლოგია - გამომცემლობა Arc publication, დიდი ბრიტანეთი 2016; ქართული პოეზიის

ანთოლოგია: Aus der Ferne - გამომცემლობა Corvinus Presse, გერმანია, 2015; ქართული პოეზიის ანთოლოგია: Ich aber will dem Kaukasos zu… - გამომცემლობა Pop Verlag, გერმანია 2015; თანამედროვე პოეტები საქართველოდან (Hedendaagse poezie uit Georgia) - Poezie Centrum, Gent, Geruisloos geraas, ნიდერლანდების სამეფო, 2010.